პარტია ლელო არჩევნებში პროპორციული სიის 22 პირით იბრძოლებს

September 9, 2021

მიუხედავად იმისა, რომ ახალციხეში პარტია ლელოს პროპორციული სია 4-მა კანდიდატმა დატოვა და დაწესებული ოდენობის ნიშნულს ჩამოცდა, პარტია არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებს, თუმცა 26 კანდიდატის ნაცვლად 22-თ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი, ჯუმბერ ინასარიძე გვაწვდის.

ინასარიძეს თქმით, მათ მოლოდინი არ აქვთ , რომ ხმების მაღალ რაოდენობას მიიღებენ, შესაბამისად 22 კანდიდატი საკმარისია მათთვის.

N37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეა გავაშელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თუ პარტია 26-კანდიდატს დაარეგისტრირებს და შემდეგ კანდიდატებს მოხსნიან, არჩევნებში პროპორციული სიით მონაწილეობას მიიღებს იმდენი რამდენიც დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ დაწესებულ ნიშნულს ჩამოცდებიან.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში დეპუტატობის კნდიდატები მოხსნენს ევროპულმა საქართველოდან, გახარიას პარტიიდან და ენმ-დან