საქართველოში Covid-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა – StopCov.ge.

September 23, 2020

საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა სამთავრობო სიატზე StopCov.ge. 
20 სექტემბრის შემდეგ ეს კორონავირუსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, გარდაცვლილი 70 წლის მამაკაცი იყო, რომელიც კლინიკაში 18 აგვისტოს შეიყვანეს. მისივე განმარტებით პაციენტს ბევრი თანმხლები დაავადება აწუხებდა, კორონავირუსის მხრივ კი მის მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო და ვირუსზე ორჯერადი დატესტვით პასუხი უარყოფითი ჰქონდა. 

„დღეს, დილის 8 საათზე ჩვენთან გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს 18 აგვისტოს, ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები, თავიდანვე ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედა წილოვანი თრემბოემბოლია, მისი მდგომარეობა კორონავირუსის მხრივ გაუმჯობესდა, იმიტომ რომ 3 და 4 სექტემბერს უარყოფითი იყო ორჯერადი დატესტვით, შემდეგ 11 სექტემბერსაც იყო უარყოფითი. მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და დილით 8 საათზე გარდაიცვალა“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში  კორონავირუსის 227 ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 4140-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 69 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 1643-ია. 

ლაბორატორიულად დადასტურებული 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება. ინფიცირების სხვა შემთხვევები ასევე ნაწილდება შემდეგ რეგიონებზე:

  • აჭარა – 165
  • თბილისი -34
  • რუსთავი -4
  • იმერეთი -14
  • გურია -4
  • ზუგდიდი – 2
  • დუშეთი -1 და სხვა. 

Leave a Reply