პოლიტიკური პარტიები მერობის კანდიდატების ძიებაში

July 26, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, პოლიტიკურ პარტიებს ახალციხის მერობის კანდიდატები ოფიციალურად დასახელებული არ ჰყავთ. როგორც პარტიებში გვეუბნებიან: “დაასახელებენ, მაგრამ არ იციან როდის,” “ან დაასახელებენ, ან – არა.”

შესაძლოა ქალაქის მერობის კანდიდატი არ დაასახელონ პარტიებმა “ლელომ” და “პატრიოტთა ალიანსმა”, ხოლო “ქართული ოცნება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “საქართველოსთვის” და “ევროპული საქართველო” კანდიდატების დასახელებას გეგმავს, თუმცა როგორც პარტიების წარმომადგენლები გვეუბნებიან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა.

მათივე ინფორმაციით, მერობის კანდიდატების დასახელებასთან ერთად დაიწყებენ წინასაარჩევნო კამპანიების წარმართვას.

განიხილავს თუ არა “ქართული ოცნება” მერობის კანდიდატად ახალციხის მოქმედ მერს ზაზა მელიქიძეს? კითხვა თავად მელიქიძეს დავუსვით. მან შემდეგნაირად გვიპასუხა: “დამასახელებენ თუ არა ეგ საკითხავია, რასაც გადაწყვეტენ.”