არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მოსახლეობის 35% ტელევიზიიდან და რადიოდან იღებს – IRI

September 17, 2020

კითხვაზე COVID-19-ის პანდემიისას, რომელი პლატფორმიდან იღებთ არჩევნებთან და საარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებულ ინფორმაციას? გამოკითხულთა ყველაზე მეტი 35% ამბობს, რომ ინფორმაციას ტელევიზიებიდან და რადიოდან იღებს. გამოკითხულთა 23 % – საჯარო შეხვედრებიდან და ფორუმებიდან, მსგავსი შეხვედრები ინფორმაციის ძირითადი წყარო არ არის ჯამში გამოკითხულთა 40 % -ისთვის. ინტერნეტი და სოციალური მედია კი ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო მხოლოდ 21 %-ისთსვისაა. ნაკლები პროცენტულობით ხასიათდება კანდიდატების კარდაკარ სიარული (19 %) და ტელეფონით კომუნიკაცია (15%).

კითხვაზე იყენებენ თუ არა სოციალურ მედიას პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მისაღებად 38%-მა დადებითად უპასუხა, ხოლო 61%-მა თქვა, რომ სოციალურ მედიას ამ მიზნით არ იყენებს. ამ საკითხში ტრადიციულ მედიასთან შედარებით სოციალურ მედიაში მიღებულ ინფორმაციას გაცილებით უფრო მეტად ენდობა გამოკითხულთა 15 %.

ტელევიზიების ნდობა

გამოკითხულთა 19% არცერთ ტელევიზიას არ ენდობა, 40 % კი ნდობას ტელეკომპანია “იმედს” უცხადებს, – ასეთია აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.

პირველადი არჩევანით, იმედის შემდეგ, გამოკითხული მოსახლეობა ყველაზე მეტად “მთავარ არხს” ენდობა. მხოლოდ 1% ენდობა საზოგადოებრივ მაუწყებელს. მას ცხრილში ასევე უსწრებს რუსთავი 2, TV პირველი, პალიტრანიუსი, აჭარის ტელევიზია. გამოკითხულთა 1%-ზე ნაკლებმა დაასახელა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ და „პოსტივი“.​

საველე სამუშაოები 2020 წლის 4 – 21 აგვისტოს პერიოდში „აიფიემის“ მიერ ჩატარდა. მონაცემები მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. ქვეყნის მასშტაბით სულ 1500 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტს არ აღემატება. გამოპასუხების მაჩვენებელი კი 75%-ია. გამოკვლევა USAID-მა დააფინანსა.

Leave a Reply