რას გულისხმობს ლენდ-ლიზი და აშშ-ს $39 მილიარდზე მეტის ოდენობის დახმარება უკრაინას

May 11, 2022

აშშ უკრაინის დასახმარებლად $39 მილიარდზე მეტის გამოყოფას გეგმავს – ინიციატივას აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა. 

ისტორიაში მეორედ, აშშ-მ ლენდ-ლიზის აქტი აამოქმედა, რითიც კანონი ოფიციალურად ძალაში შევიდა. ლენდ-ლიზის მიხედვით, შეერთებული შტატები სამხედრო დახმარების მიწოდების გზებს ამარტივებს.

აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის აგრესიის ფონზე, პრეზიდენტ ბაიდენს საშუალებას მისცემს ეფექტურად და სწრაფად გაუგზავნოს უკრაინას სამხედრო დახმარება, იარაღი, აღჭურვილობა, ტექნიკა, ასევე ჰუმანიტარული ტვირთი და საკვები. 

ლენდ-ლიზის პირველი ვერსია 1941 წლის მარტში დამტკიცდა. ამ დროს შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ოფიციალურად ჯერ კიდევ ნეიტრალურ მხარეს წარმოადგენდა. თუმცა, პრეზიდენტმა რუზველტმა დიდი ბრიტანეთისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება მაინც გადაწყვიტა.

რას გულისხმობს ლენდ-ლიზი ? საკითხზე გვესაუბრება პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ალიკა გუჩუა.