რა თანხას მიიღებენ ღონისძიებებში გამარჯვებული პირები და წარჩინებული სტუდენტები – ახალციხე

January 20, 2022

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, თუ რა თანხას მიიღებენ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებული პირები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები წარჩინებული სტუდენტები. 

გადაწყვეტილების მიხედვით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა ის სტუდენტი, რომელსაც ყველა საგანში მინიმუმ 95 ქულა ექნება მერიისგან სემესტრულად 500 ლარს მიიღებს.

ამისათვის კი საჭიროა პირმა მუნიციპალიტეტის მერიას მიმართოს და შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს. 

რაც შეეხება საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულ პირებს.  საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასულ პირს 400 ლარს, მეორეზე გასულს- 300,  ხოლო მესამეზე გასულს – 200 ლარს გადასცემს. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებში გამარჯვებულები 300 – 200 და 100 ლარს მიიღებენ.ხოლო სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებისთვის  საპრიზო თანხა 100-დან 300 ლარამდეა, გუნდის შემთხვევაში კი მაქსიმუმ 800 ლარია.  

ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების ფულადი საჩუქრები: 1. 300 2. 200 3. 100 ლარი. გამარჯვებული სპორტული გუნდები(რომელთა რაოდენობა არ აღემატება 6 მონაწილეს) : 1. 500, 2. 300, 3. 200. 

რაც შეეხება იმ გამარჯვებულ გუნდებს, რომელთა წევრების რაოდენობა 6-ზე მეტია, პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს 800 ლარს ჯილდოს სახით, მეორე ადგილზე გასული 600, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი 400 ლარს მიიღებს. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მერია საპატიო მოქალაქეს 1 000 ლარს აჩუქებს.