რეკორდულად სწრაფად და მაქსიმალურად ოცნების შედეგებით – #ნინოწმინდა #ახალქალაქი

October 3, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

მუნიციპალური ორგანოების არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ცესკოს ცნობით, სამცხე-ჯავახეთში საარჩევნო უბნების ძირითადი ნაწილი უკვე დათვლილია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში “მმართველი პარტიის” მერობის კანდიდატები ლიდერობენ.

უბნების დათვლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნინოწმინდასა და ახალქალაქშია. უბნების 100 % დათვლილია ნინოწმინდაში და 97,19 % ახალქალაქში.

ეს ორი მუნიციპალიტეტი, ქვეყნის დანარჩენი ოლქებთან შედარებით, გუშინვე განსხვავებული სისწრაფით ასახავდა სისტემაში მონაცემებს.

წინასწარი მონაცემებით, ორივე მუნიციპალიტეტებში, სადაც ხმების დათვლა და ოქმების ატვირთვა რეკორდულად სწრაფად მოხდა მმართველმა პარტიამ 80% – ზე მეტი მხარდაჭერა მიიღო.

ნინოწმინდა: მოქმედი მერი, ანივარდ მოსოიანი – 82,53 %
​ახალქალაქი: მელქონ მაკარიანი – 82,22 %

ახალციხეში, 36 საარჩევნო უბნიდან 28 დათვლილია. ხმათა რაოდენობით აქაც მმართველი ძალა ლიდერობს. ჩვენი რედაქცია მონაცემებს ამ წუთებშიც ამუშავებს და ეტაპობრივად გაგაცნობთ.