როგორია COVID-19 და ყირიმ-კონგოს ცხელების მქონე პაციენტის მდგომარეობა

July 26, 2021

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ქალის მდგომარეობა, რომელსაც ყირიმ-კონგოს ცხელება და კრონავირუსი ერთად დაუდასტურდა სტაბილურია. იგი მკურნალობას თბილისის ინფექციუს საავადმყოფოში განაგრძობს.

კლინიკაში გვეუბნებიან, რომ პირი თავს უკეთ გრძნობს და გართულებები არ აღენიშნება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ყირიმ-კონგოს ცხელება რთული დაავადებაა ჰოსპიტალიზირებულია. 

შეგახსენებთ, რომ პირს დაავადებები შაბათს დაუდასტურდა, მას შემდეგ რაც მაღალი ტემპერატურის გამო კოვიდგანყოფილებაში გადაიყვანეს.