როდის გამოჩნდა საქართველო ევროპის რუკებზე – შეხვედრა ახალციხეში

July 8, 2021

საქართველოს გამოსახვას ევროპულ რუკებზე ხანგრძლივი ისტორია აქვს, საზღვრები, ცალკეული დასახლებები, თუ ტოპონიმები უძველეს კარტოგრაფიულ ნიმუშებშიც გვხვდება, მათ შორის კარტოგრაფ, კლაუდიუს პტოლემაიოსის რუკებზე.

ამ თემაზე დღეს ,ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგანიზატორი ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრია.

როდის გამოჩნდა საქართველო ევროპის რუკაზე, ამ შინაარსის შეხვედრას ძველი რუკების და გრავიურების კოლექციონერი, სულხან სალაძე უძღვებოდა.