როდის შემსუბუქდება დაწესებული შეზღუდვები?

November 26, 2020

ახალი წლის პერიოდში, 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე, დიდ ქალაქებში დაწესებული შეზღუდვები იხსნება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება. შეზღუდვები კვლავ ძალაში 3 იანვრიდან შევა. 

მთავრობის ინფორმაციით, იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები; აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ასევე, 16 იანვრიდან 31 იანვრამდე აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა). შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები მუშაობას შეაჩერებენ.

მთავრობამ 3-15 იანვარი უქმე დღეებად გამოაცხადა. ამ პერიოდში არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

„მიუხედავად პანდემიისა ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლიდით საახალწყო დღესასწაულებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან და ასევე ჩვენი ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე“ – თქვა გიორგი გახარიამ.