რომელი პარტია რამდენ დეპუტატს შეიყვანს საკრებულოში ? – წინასწარი მონაცემები

October 13, 2021

ცესკოს ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ახალციხის საკრებულოში წარმომადგენლობა ეყოლება “ქართულ ოცნებას”, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” და “ევროპულ საქართველოს”. 

ახალციხის საკრებულოში წელს სულ 39 დეპუტატი შევა, მათგან 13 მაჟორიტარული და 26 პროპორციული სიით. ახალციხის 13 მაჟორიტარული ოლქიდან, წინასწარი მონაცემებით, 12-ში მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გაიმარჯვა, ხოლო 1 -ში “ევროპული საქართველოს” – შესაბამისად საკრებულოში მაჟორიტარული სიით აღნიშნულ ოლქებზე გამარჯვებული დეპუტატები შევლენ. 

რაც შეეხება პროპორციულ სიას, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე მეტის, წინასწარი მონაცემებით 8-9 დეპუტატის შეყვანას შეძლებს ნაციონალური მოძრაობა და 2 – გიორგი გახარიას პარტია.

რაც შეეხება “ქართულ ოცნებას” პარტიაში ცესკოს ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე არ კონკრეტდებიან, თუმცა ლოგიკურად მმართველი პარტია 27-28 დეპუატატით იქნება წარმოდგენილი. 

ვინ იქნება ახალი მოწვევის ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე? კითხვა ჩვენ “ქართული ოცნების” სიის პირველ ნომერს, დავით ლომიძეს დავუსვით, რომელიც აქამდე რეგიონის რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლომიძე გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე ცნობილი არ არის თუ ვინ გახდება თავმჯდომარე.