სააკაშვილის ფაქტორი საპატრიარქოს და მეუფე ნიკოლოზს შორის

November 11, 2021

საქართველოს საპატრიარქომ ახალქალაქის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ნახვის და ზიარების გამო გააკრიტიკა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, “სააკაშვილი შიმშილობს პროტესტის გამო და სინანულის გამო არ უმარხულია, შესაბამისად მისი 40 დღიან მშრალ მარხვასთან გაიგივება, მარხვის არსის დაკნინებაა, მითუმეტეს მაშინ, როცა რაციონი არასამარხვოა”.

“ვწუხვართ, რომ მღვდელმთავრის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა,” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში ორჯერ მოინახულა. მეორედ ნახვის შემდეგ მან მესამე პრეზიდენტი აზიარა და დღეს ისტორიული უწოდა.

როგორია პასუხი საპატრიარქოს განცხადებაზე? ჩვენ მეუფესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იგი ზარებს არც ამჯერად პასუხობს.