სააკაშვილი წერს, რომ მკურნალობაზე უარს აცხადებს

December 8, 2021

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო მკურნალობას წყვეტს, მიზეზად კი მნახველების და ტელევიზორით სარგებლობის შეზღუდვას ასახელებს, – ამის შესახებ ინფორმაცია საკუთრივ სააკაშვილმა, წერილის მეშვეობით გაავრცელა. თავის მხრივ, პენიტენციური სამსახური უარყოფს სააკაშვილის მიმართ გამოყენებულ რაიმე სახის დისციპლინურ ღონისძიებას.

პარალელურად მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერების ორგანიზებით მორიგი აქცია გაიმართა. აქტივისტები სააკაშვილის შეწყალებას , პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოითხოვდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, არსებული დაძაბული ფონი შერიგების პოლიტიკით შეცვალოს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არაერთგზის აღნიშნა, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს.