სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

January 22, 2021

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება – ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. 

სამთო-სათხილამურო კურორტების წარმომადგენლები შეზღუდვების დაწესების დღიდან მოითხოვენ საბაგიროების ჩართვას და კურორტების ამუშავებას. ამის შესახებ პეტიციაც იყო შექმნილი და პარლამენტშიც განიხილა. სფეროში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ საბაგიროების ფუნქციონირება არათუ გაამწვავებს ეპიდემიის გავრცელებას, არამედ განმუხტავს მას. ასევე, იმაზეც საუბრობდნენ, რომ სექტორი გაკოტრების პირასაა და შეიძლება ბევრმა ბიზნესი დაკეტოს. 

“გაიხსნას საბაგიროები; დაიშვას ღია კაფეები სათხილამურო კურორტებზე; სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ სახლებს (ე.წ. გესთჰაუსებს) და აპარტოტელებს მიეცეთ სტუმრების დატოვების უფლება – ამ მოთხოვნებით შექმნილ პეტიციას 5000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. 

ავტორი: ნატალი ნემსაძე