სამცხე-ჯავახეთის ვეტერანების სამსახურის უფროსი დააკავეს – ფინანსთა სამინისტრო

July 8, 2021

სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დააკავეს, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, პირმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გამგებლობაში არსებული საოფისე ფართი არაკანონიერად გააქირავა და სანაცვლოდ 1 000 ლარი აიღო.

შსს-ში გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.