სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

September 21, 2021

საქართველოს და ნატოს მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორია და სამომავლო გეგმები, ნატო-ს რომელ პროგრამებში და პროექტებშია ჩართული ჩვენი ქვეყანა – ამ და სხვა საკითხებზე ახალციხის და ადიგენის მერებისთვის და საკრებულოს 60 მდე თანამშრომლებისთვის სემინარი გაიმართა.

კოვიდპანდემიიდან გამომდინარე სემინარი დისტანციურ რეჟიმში შედგა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში განხორციელდა.

__________________________________________________

პროექტს, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.