სამცხე-ჯავახეთში კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს – ფინანსთა სამინისტრო

July 26, 2021

სამცხე-ჯავახეთში, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედმა, ერთ-ერთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსების გავლის გარეშე, თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებზე გასცა ტექნიკური სპეციალობის შემსწავლელი კურსის დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატები,” – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.