სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით ქალი გარდაიცვალა

July 23, 2021

სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით ქალი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას sknews ავრცელებს. მედიის ცნობით, გარდაცვლილი სამკურნალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

დაავადება საყურადღებო ზაფხულში ხდება და სეზონურად მის გავრცელებას რეგიონში ვაკვირდებით.

დაავადება ადამიანს ძირითადად ცხოველის ტკიპასგან გადაეცემა. სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია რიგი რეკომენდაციების დაცვა, ნახეთ ინტერვიუ ჩვენი არქივიდან, ინფექციონისტ ანაიტ ლოკიანთან. საჭირო ინფორმაცია ყირიმ კონგოს შესახებ — ინტერვიუ ანაიტ ლოკიანთან

სეს-ი ყირიმ-კონგოს ცხელების შესახებ ფერმერებს რეკომენდაციებს აძლევს