სამცხე-ჯავახეთში 10 სკოლა სრულად ონლაინ სწავლობს 12 – ნაწილობრივ – სამხარეო ადმინისტრაცია

October 15, 2021

კორონავირუსის შემთხვევების გამო სამცხე-ჯავახეთში სრულად დისტანციურ სწავლებაზე 10 საჯარო სკოლა და 12 სკოლაში რამდენიმე კლასი გადავიდა,- ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სულ ქვეყნის მასშტაბით, 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი გადავიდა ონლაინ სწავლებაზე, ხოლო კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მაკა ბერიძის თქმით, სტუდენტების მხოლოდ 10%-ია აცრილი. ამ ფონზე 90 %-ს შეადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ვაქცინაცია. 

აქვე გეტყვით, რომ მთავრობის განკარგულებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულმა პირებმა, რომლებიც ერთი დოზით ან საერთოდ აუცრელები არიან, PCR ტესტირება ყოველკვირეულად უნდა გაიარონ.