საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა მოსახლეობას 3657 უბანზე შეეძლება

September 1, 2020

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა მოსახლეობას 3657 უბანზე შეეძლება. ცესკოს მიერ დღეს მიღებული დადგენილებით ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება ბაგრამისა და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნებზე შეეძლებათ.

ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია უკვე გაიარა 59 პოლიტიკური პარტიამ. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით, გარკვეულმა პარტიებმა ცესკოს თავმჯდომარეს შეიძლება 4 სექტემბრამდე მიმართონ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აქამდე ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებული პრინციპით ჩატარდება. მოქალაქეები 120 დეპუტატს პროპორციული წესით აირჩევენ, 30-ს კი – მაჟორიტარული წესით. პარლამენტში მოსახვედრად კი პარტიებმა 1-პროცენტიან ბარიერი უნდა გადალახონ.დღეს ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანიაც. პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ შეხვდნენ მოსახლეობას, ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანიები. დღიდანვე ძალაში შედის ყველა სამართლებრივი რეგულაცია, რაც არჩევნებს უკავშირდება.

ავტორი: ნატალია ნემსაძე

Leave a Reply