საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში მიმავალ გზაზე – აშშ-ის საელჩო

February 23, 2021

დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე – ასე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიას დაკავებას. 

ოფიციალურ განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უგულებელყო შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგის შესახებ. 

„ შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.

——————————————

შსს-მ ნიკა მელია ​დღეს დილით ენმ-ის ოფისში საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავა.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა, მანამდე მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა დაკისრებული გირაოს გადახდაზე.

ავტორი: ნატალია ნემსაძე