საქართველოს გაცემული კოვიდ-სერთიფიკატები ევროკავშირმა აღიარა

November 15, 2021

საქართველო უერთდება ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერთიფიკატების სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში გაცემული ვაქცინაციის ან კოვიდის გადატანის დამადასტურებელი საბუთის გამოყენება უკვე შესაძლებელია ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის და პირიქით, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გვიდასტურებს.

“ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველოს, ისევე როგორც მოლდოვას, ახალი ზელანდიას და სერბეთის მიერ გაცემული COVID-19 სერთიფიკატები ექვივალენტურია ევროკავშირის ციფრული COVID სერთიფიკატის,” – ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე წყაროს ცნობით, ზემოთ აღნიშნული 4 ქვეყნის კოვიდ-სერთიფიკატები იქნება იმავე დატვირთვის და პირობების, როგორიც ევროკავშირის.

ფოტო: ნეთგაზეთი