საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა – stopcov.ge

September 21, 2020

საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და რიცხვი 20-მდე გაიზარდა. განახლებული ინფორმაცია სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალბატონია. 

დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში  კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 3695-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 40 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი-1534.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, 193 ახალდადასტურებული შემთხვევა რეგიონებში ასე განაწილდა:

  • აჭარა – 92;
  • იმერეთი – 53;
  • თბილისი – 31;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 8;
  • გურია – 7;
  • რაჭა-ლეჩხუმი – 1;
  • მცხეთა-მთიანეთი – 1.

მისივე თქმით, კოვიდცენტრებში კრიტიკულად მძიმე
16 პაციენტი. რაც საერთო რაოდენობის 0,4%-ია.

Leave a Reply