საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა – stopcov.ge

September 23, 2020

საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

მანამდე, დღეს დილით ცნობილი გახდა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შესახებაც. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თმით, 24-ე პაციენტი, რომელიც დღეს გარდაიცვალა,  მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.მისივე თქმით,პაციენტს ორჯერადი ტესტირებით, კორონავირუსი აღარ უდასტურდებოდა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. 25 აგვისტოს შემდეგ, 20 სექტემბრამდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. ბოლო ოთხ დღეში კი Covid19-ით 6 ადამიანი გარდაიცვალა.

Leave a Reply