საქართველოში Covid19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა – StopCov.ge

September 24, 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, პაციენტს მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

„პაციენტი იყო 70 წლის. სამწუხაროდ, 17 სექტემბერს საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება“, – ამირან გამყრელიძემ.

როგორც დღეს დილით ბრიფინგზე მარინა ენდელაძემ თქვა ქვეყანაში 16 კრიტიკული პაციენტია, რომელთა მდგომარეობის პროგნოზირებაც ვერ ხერხდება. 

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. 20-24 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი გარდაიცვალა.

Leave a Reply