სომხური სამოციქულო ეკლესია შობას და ნათლისღებას ზეიმობს

January 6, 2022

სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს. საშობაო ლიტურგიის შემდეგ, საეკლესიო წესის მიხედვით, წყალკურთხევის რიტუალი ჩატარდა.

7 იანვარს კი სომხური ეკლესია მიცვალებულთა ხსოვნის დღეს, იგივე მერელოცს აღნიშნავს.  ტრადიციის მიხედვით, შობის დღესასწაულისთვის აკურთხებენ როგორც საცხოვრებელ სახლებს, ისე სამუშაო ადგილებსაც.