სოციალურად დაუცველი ოჯახები ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ

November 26, 2020

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

„65 ათასიდან -100 ათასი ქულამდე მქონე ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს, სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი. პირველი ტალღის დროს, ამ პროგრამით 72 ათასმა ოჯახმა ისარგებლა. გარდა ამისა, 0-დან-100 ათას ქულამდე მქონე ოჯახებისთვის, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ 100 ლარის დახმარება. 18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100 ლარიანი დახმარება გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში, ეს დაფარავს 43 ათას ადამიანს” – განაცხადა გიორგი გახარიამ.