სტაციონარულ დაწესებულებებს ყველა ჰოსპიტალიზირებული პაციენტის გამოკვლევა ევალებათ კორონავირუსზე – ამირან გამყრელიძე

December 3, 2020

ახალი დადგენილების თანახმად, სტაციონარულ დაწესებულებებს ყველა ჰოსპიტალიზირებული პაციენტის გამოკვლევა ევალებათ კორონავირუსზე – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა. 

“აქამდე ეს ხდებოდა მხოლოდ იმ პაციენტებზე, ვისაც ჰქონდა ცხელებით მიმდინარე დაავადება და წვებოდნენ საავადმყოფოში, რათა დიფერენცირება გაკეთებულიყო, იყო ეს კორონავირუსული ინფექცია თუ სხვა მიზეზით გამოწვეული ცხელება. დღეს უკვე ყველა სტაციონარული დაწესებულების ვალდებულებაა, რომ თითოეულ ადამიანს, ვისი სტაციონარიზებაც ხდება, ჩაუტარონ გამოკვლევა კორონავირუსულ ინფექციაზე“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.