სტუდენტები სწავლას კვლავ დისტანციურად გააგრძელებენ 

February 4, 2021

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით სკოლები 15 თებერვლიდან მუშაობას საკლასო ოთახებში განაახლებენ. უნივერსიტეტებთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის – გვეუბნებიან განათლების სამინისტროში. 

როგორც უწყებაში განგვიმარტეს, უნივერსიტეტებში არაერთგვაროვანი მდგომარეობაა ზოგან არდადეგებია, ზოგან გამოცდები, ზოგან კი უკვე მეორე სემესტრია დაწყებული. სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამის გათვალისწინებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ. 

უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი დისტანციურად უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.