„უპასუხისმგებლობაა“ – გამყრელიძე ბათუმში საპროტესტო აქციებზე

November 30, 2020

„უპასუხისმგებლობაა“ – ასე გამოეხმაურა აჭარაში აქციებისა და შეკრებების გამართვას ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, პანდემიის მართვსთვის დაწესებულ შეზღუდვებს ყველა უნდა ემორჩილებოდეს, მათ შორის პოლიტიკური პროცესიც.

“იმიტომ, რომ სერიოზული პანდემიის წინაშეა მსოფლიო, სერიოზული ზრდა გვაქვს ქვეყანაში ინფიცირების, ამის შეჩერების რამდენიმე მიდგომა არსებობს, ერთ-ერთი არის სწორედ ის შემზღუდველი ღონისძიებები, რაც ქვეყანამ დააწესა. მაგრამ დაწესება ერთია და მისი აღსრულება მეორე. თუ ამას არ აღვასრულებთ და არ გავითავისებთ, რომ ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც გვეუბნებიან, ისე არაფერი არ გამოვა”, — განაცხადა გამყრელიძემ.

გუშინ ბათუმში საპროტესტო აქცია  არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გაიმართა. აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებმა სპეციალური სტიკერები გააკრეს, რომელთა შორის მანძილი 2 მეტრი იყო.

ამირან გამყრელიძეს ბრიფინგებზე არაერთხელ აღუნიშნავს, რომ იგი პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს.