ფარავნის უღელტეხილი მესამე დღეა დაკეტილია, გაწმენდა ვერც დღეს ხერხდება

January 19, 2022

ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა უკვე მესამე დღეა შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვეუბნებიან, რომ ამინდის გაუარესების გამო გზის გაწმენდა ვერ ხერხდება.

დიდთოვლობის გამო შეზღუდვებია დაწესებული სამცხე-ჯავახეთის სხვა საავტომობილო გზებზეც. ამავე მიზეზის გამო, ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის 86- 106 კმ-იან მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ასევე, დიდთოვლობის გამო, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 28- 50 კმ-იან მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.