ქალაქ ვალეს N10-ე საარჩევნო უბანი დაიხურა

October 3, 2021

ქალაქ ვალეს N10-ე საარჩევნო უბანი დაიხურა. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებული 1 136 ამომრჩევლიდან ხმის მიცემის პროცესში 652 ჩაერთო, რომელთაგან 84-ის ბიულეტინი გაბათილდა.

უბანზე ვალეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიდან ყველაზე მეტი, 276 ხმა “ქართული ოცნების” კანდიდატმა, მერი ხაბეიშვილმა მიიღო, მას მოყვება “ენმ”-ს კანდიდატი, დავით ახალკაცი 221 ხმით და “ლელოს” კანდიდატი ნიკოლოზ ხიზაძე 74 ხმით.

რაც შეეხება პროპორციულ სიას, ვალეს N10 საარჩევნო უბანზე ყველაზე მეტი ხმა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო(242) შემდეგ მმართველმა პარტიამ (237) და “საქართველოსთვის” (65)

ახალციხის მერობის კანდიდატების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: მმართველი პარტია ირაკლი ლაზარაშვილი – 259 ხმა, “ენმ” დავით ბალიაშვილი – 227 და “საქართველოსთვის” გიორგი არველაძე – 65.