ქალის მდგომარეობა, რომელსაც 16-მდე ჭრილობა მიაყენეს, სტაბილურია

May 3, 2022

ბორჯომის კლინიკაში, “ჯეო ჰოსპიტალსში” მიიყვანეს 40 წლამდე ქალი, რომელსაც 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ინფორმაციას კლინიკის დირექტორი, ირაკლი დიასამიძე გვიდასტურებს.

მისივე თქმით, “პირს დაზიანებული ჰქონდა შინაგანი ორგანოები, ზურგის და გულ-მკერდის არეში ჰქონდა 16-მდე ჭრილობა მიყენებული, ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა პოსტოპერაციულ განყოფილებაში იმყოფება.”

როგორც ინფორმაციის გამავრცელებელი მედია პლატფორმა, “სამხრეთის კარიბჭე” წერს, 40 წლამდე ქალი მისმა მეუღლემ 1 მაისს დაჭრა. 

მომხდართან დაკავშირებით შსს-გან პასუხის მიღებას ველოდებით.