“ქართული ოცნების” სიის პირველი ოცეული

September 10, 2020

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის სიის პირველი ოცეული წარადგინა . შეკრება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა . საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრები კი ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

1. გიორგი გახარია

2. არჩილ თალაკვაძე

3. ირაკლი კობახიძე

4. თეა წულუკიანი

5. მამუკა მდინარაძე

6. კახა კუჭავა

7. გიორგი კახიანი

8.მარიამ ქვრივიშვილი

9. მიხეილ სარჯველაძე

10. მაია ბითაძე

11. მიხეილ დაოშვილი

12. გიორგი ამილახვარი

13. ვიქტორ სანიკიძე

14. მაკა ბოჭორიშვილი

15. შალვა პაპუაშვილი

16. დავით კაჭარავა

17. ნიკოლოზ სამხარაძე 

18. გიორგი ხელაშვილი 

19. მარიამ ლაშხი

20. ბექა დავითულიანი


ქართული ოცნების ოცკაციან სიაში 5 ქალი მოხვდა. ბოლო პერიოდში შეცვლილი საარჩევნო კოდექსი მოითხოვს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეოთხე იყოს ქალი, ამ ცვლილების ინიციატორი თავად მმართველი პარტია იყო. მაჟორიტარობის 30 კაციან სიაში მათ მხოლოდ ერთი ქალი წარადგინეს.

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ოცეულში მოხვდა ორი სპორტსმენიც ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა. ვიქტორ სანიკიძე წლების განმავლობაში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებში თამაშობდა, დავით კაჭარავა კი – რაგბის ნაკრებში. პირველი მათგანი სიაში რიგით მეცამეტეა, კაჭარავა კი – მეთექვსმეტე.

საპარლამენტო არჩევბნები 31 ოქტომბერს გაიმართება

Leave a Reply