შსს-ს ვერტმტრენი გუდაურში ჩამოვარდა

July 29, 2022

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, – განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს. 

განცხადების მიხედვით, ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

ამავე წყაროს ცნობით, ვერტმფრენის დახმარებით მიმდინარეობდა ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.