წამლები თურქეთიდან – პრემიერის ინიციატივის შეფასება

January 17, 2022

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველომ თურქეთი წამლების აღიარების სიაში შეიყვანა, რითაც ვარაუდობენ, რომ მედიკამენტების ფასი დასტაბილურდება. აღნიშნულის შესახებ დღეს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ საინტერესოა როგორ აისახება გადაწყვეტილება ფასების დასტაბილურებაზე და როგორი იქნება მედიკამენტების ხარისხი, რადგან, მათივე შეფასებით, გაიზრდება უხარისხო წამლების შემოტანის რისკი. შესაბამისად ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მარგველაშვილის თქმით, გარდა თურქეთიდან გამარტივებული წესით მედიკამენტების შემოტანისა სახელმწიფომ რიგი ნიუანსები უნდა გაითვალისწინოს. 

დღესვე, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე გაუიაფდება ხარჯები.