წარწერა ქ.ო. და ოპოზიციის ხალიჩა

October 31, 2020

ახალციხის სოფელ სხვილისის №34 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს წარწერა ქ.ო. დახვდათ.

წარწერა ოპოზიციამ აღმოაჩინა, საჩივარი დაწერა, ხალიჩა მოიტანა და წარწერას გადააფარა.

იგივე წარწერა დაფიქსირდა სხვილისის მეორე სააარჩევნო უბანზეც.