ჯანსაღი ცხოვრების წესი უსაფრთხო ჰიგიენის მნიშვნელობა – შეხვედრა ახალციხეში

June 30, 2022

მენტალური და ემოციური ტრანსფორმაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესი უსაფრთხო ჰიგიენის მნიშვნელობა – საკითხებზე დღეს, კანტის აკადემიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები, ახალგაზრდებს ესაუბრნენ და მონაწილეებთან ერთად საპნები დაამზადეს, რომელსაც სიმბოლურად მოსახლეობას დაურიგებენ. 

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წინასწარ გადამზადებული 50 “ჯანმეწარმეს” მიერ საკუთარ თემში, სოფელსა თუ ქალაქში თანატოლებთან ჩაატარონ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ჯანსაღი ცხოვრების წესისა და პირადი ჰიგიენის თანამედროვე მიდგომების შესახებ. 

ორგანიზატორების თქმით, ინიციატივის მიზანია მოზარდებში პანდემიის გავრცელების პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ჰიგიენის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება.  

როგორც იუნისეფის წარმომადგენელი გვეუბნება, პროექტში მთლიანობაში მონაწილეობას იღებდა 1500 მდე ახალგაზრდა.