ახალციხის მერს ხელფასი 1 450 ლარით გაეზარდა – მატებაა სხვა პოზიციებზეც

January 20, 2022

ახალციხეში მერს, მოადგილეებს, ადმინისტრაციულ და იურიდიულ სამსახურებს ხელფასები გაიზარდა. მიზეზის განმარტებისას ახალციხის მერმა გვითხრა, რომ ამ დრომდე ანაზღაურება დაბალი ჰქონდათ. ცვლილებამდე მერის ხელფასი 3500 ლარი იყო, ხოლო პირველი მოადგილის  2550 ლარი. 

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი ყოველთვიურად ხელფასის სახით 4950 ლარს მიიღებს, მისი პირველი მოადგილე  3 850ლარს, ხოლო დანარჩენ მოადგილეებს   3 520 ლარი .

მერისვე თქმით, ეს არ არის საბოლოო ოდენობა, იმიტომ რომ ზაფხულში ხელფასის მატებას კიდევ ერთხელ გეგმავენ. 

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეთა ხელფასის მატება პრემიერ-მინისტრმა გასული წლის ბოლოს დაანონსა.