10 ქალაქში I სემესტრის ბოლომდე სასწავლო პროცესი დისტანციურად წარიმართება

November 24, 2020

საქართველოს 10 ქალაქში (თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში) სასწავლო პროცესი პირველ სემესტრში დისტანციურად წარიმართება.

„ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება”.

ამავე გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.

3 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ზემოჩამოთვლილ 10 ქალაქში დისტანციური სწავლება 25 ნოემბრამდე უნდა გაგრძელებულიყო.