ქალს COVID19 და ყირიმ-კონგოს დაავადება ერთად აღმოაჩნდა #სამცხე-ჯავახეთი

July 25, 2021

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს ახალი კორონავირუსი და ყირიმ-კონგოს დაავადება ერთად აღმოაჩნდა. ის სამკურნალოდ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ახალციხის კლინიკა “იმედის” წარმომადგენლის თქმით, მოქალაქე კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც კლინიკური  ჩვენება სიცხე გამოუვლინდა. საავადმყოფოში მოთავსების შემდეგ ორივე დაავადებისთვის გაწერილი პროცედურები ჩაუტარდა, რის შემდეგაც თბილისში გადაიყვანეს.

ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, სამცხე-ჯავახეთიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ხოლო დამატებითი დეტალები ორშაბათს გახდება ცნობილი.

ინფორმაცია თავდაპირველად “მეცხრე არხმა” გაავრცელა.