ვინ მოსწონს ქართველებს – IRI-ს კვლევა

April 28, 2022

პატრიარქი ილია II, კახა კალაძე, სალომე ზურაბიშვილი – “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI)  ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი ზემოთხსენებული პირების მიმართ ყველაზე მეტად არის დადებითად განწყობილი.

კერძოდ: ილია II – 92% ; თბილისის მერი, კახა კალაძე – 53 % ; პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – 52%.

ამასთან, პატრიარქის მიმართ 4% უარყოფითადაა განწყობილი. თბილისის მერით 43%-ია უკმაყოფილო, ხოლო პრეზიდენტით 45%.

კვლევის მიხედვით, “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თანაბარი მომხრე და მოწინააღმდეგეები ჰყავთ. გამოკითხულთა 31-31 % მათ მიმართ დადებითად არის განწყობილი, ხოლო 60-60 % – უარყოფითად.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM -ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.