1 გარდაცვლილი 3 დაშავებული – ავარია ახალქალაქში

May 4, 2022

ახალქალაქი-ვაჩიანის გზაზე ავტომობილი დაიწვა, რის შედეგადაც 20 წლის მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო სამი პირი დაშავდა.

როგორც ადგილობრივი მედია, AT12 წერს, დაშავებულთაგან ერთს თბილისში გადაყვანა დასჭირდა, მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ორი მოქალაქე ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას.​

ჩვენი რედაქცია დამატებითი დეტალების გარკვევას შეეცადა, თუმცა ამ დროისთვის ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი, ჩვენს ზარებს არ პასუხობს. დაკავშირებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება? შსს-დან პასუხის მიღებას ველოდებით.