16 მაისს უკრაინის მხარდასაჭერი კონცერტის გამართვა იგეგმება – ახალციხე

May 4, 2022

მომღერალი გიორგი ჩიტაური კოლეგებთან ერთად ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტის გამართვას გეგმავს.

ღონისძიება 16 მაისს, 18:00 საათზე, ახალციხის ციხის(რაბათი) ტერიტორიაზეა ჩანიშნული. ბილეთის ღირებულება 10 ლარია. 

ჩიტაურის თქმით, შემოსული თანხა უკრაინელების საჭიროებებს მოხმარდება.