12 წლის ვლადიმერ ინასარიძის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

March 21, 2022

12 წლის ახალციხელ ვლადიმერ ინასარიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას გულ-მკერდის არეში მეორე ხარისხის ავთვისებიანი, აგრესიული სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

ოჯახში გვეუბნებიან, რომ მას სასწრაფოდ სჭირდება გადაყვანა და ქირურგიული ოპერაცია თურქეთში. ინასარიძეები დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.  

ოჯახის წევრის ინფორმაციით, მათ დახმარების თხოვნით, უკვე მიმართეს მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს.

სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშის ნომერზე:
საქართველოს ბანკი: GE13BG0000000890644100 – მიმღები: გურამი ინასარიძე;
ლიბერთის ბანკი: GE46LB0711122969491000 – მიმღები კარინე პოღოსიან;
თიბისის ბანკი: GE98TB7207145068100021 – მიმღები კარინე პოღოსიან.