აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

December 14, 2020

ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, აშშ-ში ორშაბათიდან Pfizer/BioNTech კორონავირუსის ვაქცინის მიღება დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ კვირაში თეთრი სახლის ზოგიერთ თანამშრომელს ვაქცინა გაუკეთდებათ. კვირას კი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ადრეული ვაქცინაცია მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში იქნება შემოთავაზებული.

ასევე საწყის ეტაპზე ვაქცინა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ხანდაზმულთა სახლების თანამშრომლებსა და მცხოვრებლებს გაუკეთდებათ.

“ფაიზერი” აცხადებს, რომ მათი ვაქცინას კორონავირუსის წინააღმდეგ 95%-იანი ეფექტიანობა აქვს. პარასკევს, 11 დეკემბერს აშშ-ს მარეგულირებელმა ორგანომ იგი უსაფრთხოდ მიიჩნია.

ვაქცინის პირველი სამი მილიონი დოზა ამჟამად გადანაწილებულია ათობით ადგილზე აშშ-ის 50 შტატში.