ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება

January 25, 2021

ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი დღეს 25 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა 28 იანვრისთვის გადაიდო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია ცხელი ხაზის საშუალებით შეიტყო. 

წინა ე.წ. სასამართლო პროცესი კი კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებასთან ერთად, სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის ედავება. წინასწარი პატიმრობის ვადა მას უკვე მეორედ გაუგრძელეს.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ.