24 მარტს, გამთენიისას, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს საქართველოში გადმოასვენებენ

March 23, 2022

24 მარტს, გამთენიისას, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს საქართველოში გადმოასვენებენ, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გვიდასტურებენ. 

გარდაცვლილი ქართველი მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად აეროპორტში  მოქალაქეები, აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან.

გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის დაღუპვის შესახებ 18 მარტის დილას გახდა ცნობილი.