300 ათას ლარამდე თანხა სოფელ მუგარეთის სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის

January 18, 2022

ახალციხის სოფელ მუგარეთში შესაძლოა სასმელი წყლის შიდა ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს და ამისთვის მაქსიმუმ 273 355 ლარი დაიხარჯოს. ტენდერი უკვე გამოცხადდა- ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ თანხა რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა. 

გამარჯვებულმა კომპანიამ, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 კვირის ვადაში უნდა განახორციელოს. 

წინადადებების მიღება იწარმოებს 03-08 თებერვლამდე.