400 000 ლარი თბილისის მერიას მუსიკოსების საახალწლო კონცერტში ჩასართავად

December 25, 2020

თბილისის მერია საახალწლო კონცერტის გასამართად 400 ათას ლარს მიიღებს. როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, ეს თანხა კულტურის მოღვაწეებისა და მუსიკოსების ჰონორარებს მოხმარდება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 000 ლარი იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსები, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები“,- განაცხადა თურნავამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნებს მუშაობა მხოლოდ ცხრა საათამდე შეუძლიათ. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აკრძალულია სასტუმროებსა და რესტორნებში საახალწლო ღონისძიებების გამართვა. წელს მაყურებლის გარეშე ჩატარდება საახალწლო კონცერტიც. საახალწლო ღონისძიებების თბილისის მერიის ბიუჯეტს 491 ათასი ლარი  უჯდება.